ერდოღანმა ბაირამის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა ბაირამის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

524020
ერდოღანმა ბაირამის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

თურქეთის პრეზიდენტმა თავის მოქალაქეებს, რამაზან ბაირამი გავრცელებული მესიჯით  მიულოცა და  ერთიანობასა და თანადგომაზე გაამახვილა ყურადღება. „მთელი ერთი თვე მეგობრულად, ერთიმეორის თანადგომით გავატარეთ მეზობლებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. ახლა უკვე ბაირამის დღესასწაულს ვზეიმობთ. დღესასწაულები ძმობის და თანადგომისათვის მნიშვნელოვანი საბაბია.“  მან ასევე მესიჯში ისლამურ სამყაროში არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება: „ისლამური სამყარო რამაზან ბაირამს ზეიმობს, მაგრამ ავღანეთში, სირიაში და სხვა ქვეყნებში უამრავი პრობლემების წინაშე მყოფი ძმებიც გვყავს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშიც ამ დღესასწაულის სიხარული ტერორისტული აქტებიდან გამომდინარე საჭიროებისამებრ ვერ აღინიშნება.“  პრეზიდენტმა თავის მესიჯში ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში არსებულ პრობლემებზე  და თურქეთის საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. „სირიის საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების ხელმეორედ დარეგულირებას ვცდილობთ, ჩვენს წინ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. მთელი ქვეყანა ერთდროულად უნდა გავძლიერდეთ და ტერორიზმმა ამის პრობლემა ვერ უნდა შეგვიქმნას.“ მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წლის, ანუ თურქეთის სახელმწიფოდ გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.



მსგავსი ინფორმაციები