თურქეთში მსოფლიოში ღია ნაწილის სიდიდით მეოთხე დაკიდებული ხიდი გაიხსნა

მსოფლიოში ღია ნაწილის სიდიდით მეოთხე და ევროპაში კი მეორე ოსმანგაზის სახელობის დაკიდებული ხიდი გუშინ სპეციალური ცერემონიით გაიხსნა

522219
თურქეთში მსოფლიოში ღია ნაწილის სიდიდით მეოთხე დაკიდებული ხიდი გაიხსნა
osmangazi köprüsü3.jpg
osmangazi köprüsü2.jpg
osmangazi köprüsü1.jpg

მსოფლიოში ღია ნაწილის სიდიდით მეოთხე და ევროპაში კი მეორე ოსმანგაზის სახელობის დაკიდებული ხიდი გუშინ სპეციალური ცერემონიით გაიხსნა.

გებზე-ორჰანგაზი-იზმირის საავტომობილო გზის პროექტის ყველაზე დიდი მონაკვეთის, ხიდის, გახსნის ცერემონიას პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი, პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი, ალბანეთის პრემიერი ედი რამა, ვიცეპრემიერები ნუმან ქურთულმუში, ნურეთთინ ჯანიქლი და მეჰმედ შიმშექი, მინისტრები, დეპუტატები, ბიუროკრატები, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, მუნიციპალიტეტების მერები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.  აღნიშნული ხიდით სტამბოლსა და იზმირს შორის მგზავრობა 9 საათიდან 3,5 საათამდე შემცირდება.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა ყურადღება ტერორიზმთან ბრძოლის პროცესზე გაამახვილა და დასძინა, რომ თურქეთი ამ პროცესიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა, საკმარისია, რომ ერმა ერთობისა და ძმობის დაცვა შესძლოს.

ერდოღანის თქმით, ტერორის დამარცხების შემდეგ აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებში დიდი ნახტომი გაკეთდება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერორი იმ მორიელს ჰგავს, რომელიც  საბოლოოდ იმ ხელს ჰკბენს, რომელსაც იგი უკავია და დაამატა: „ბომბები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ფეთქდება, ხვალ აუცილებლად მათ ხელში აფეთქდება, ვინც ისინი ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც განურჩევლად ყველანაირ ტერორს, ყველა ტერორგანიზაციას და ტერორისტს უარყოფს. ასეთივე ქმედებას ველით სხვა ქვეყნებისგანაც.“

პრეზიდენტი ასევე შეეხო რუსეთთან და ისრაელთა დაწყებულ ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესს  და გამოთქვა იმედი, რომ ეს პროცესები არა მხოლოდ თურქეთის არამედ მთლიანად რეგიონისათვის იქნება სასიკეთო.

ერდოღანმა განცხადა, რომ თურქეთი ყველა ურთიერთობაში არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს, იგი ურთიერთ ინტერესებზე დამყარებული სოლიდარობის განმხორციელებელი ქვეყანაა.

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა კი განაცხადა, რომ ეს უზარმაზარი ქმნილება ყველაზე კარგი პასუხია ტერორის წინააღმდეგ და დაამატა: „ტერორს პასუხს უფრო მეტის შექმნით და ძმურად განაწილებით გავცემთ. ოსმანგაზის ხიდი არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ სტამბოლის, ქოჯაელის, იალოვას, ბურსას, ბალიქესირის, მანისას და იზმირის პროვინციების ეკონომიკურ განვითარებას ხელ შეუწყობს.  

ცერემონიის შემდეგ ხიდზე საცდელი გავლა განახორციელეს პრეზიდენტმა ერდოღანმა და პრემიერმა ილდირიმმა.

ოსმანგაზის ხიდის ღერძების სიმაღლე 252 მეტრია, ფილების სიგანე 35,93 მეტრია, სიგრძე 2 ათას 682 მეტრია. ხიდის აგება  9 მილიარდი დოლარი დაჯდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ხიდი , #დაკიდებული ხიდი

მსგავსი ინფორმაციები