საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრალდებები უარყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა ბრალდებები უარყო

514550
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრალდებები უარყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა განაცხადა, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე ზოგიერთი სირიელი სამოქალაქო პირის მიმართულებით თურქეთის უსაფრთხოების ძალების მიერ განზრახ ცეცხლის გახსნისა და მსხვერპლის შესახებ გავრცელებული გარკვეული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს პრესსპიკერმა თურქეთის საზღვარზე არალეგალურად გადასვლის მცდელობისას სირიელებისათვის ცეცხლის გახსნის ბრალდებების თაობაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა: „გუშინ ღამით თურქეთის სირიის საზღვრის ჰათაის პროვინციის მონაკვეთზე არალეგალური გზებით ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მცდელობისას სირიის ზოგიერთო სამოქალაქო პირის მიმართულებით უსაფრთხოების ძალების მიერ განზრახ ცეცხლის გახსნისა და მსხვერპლის თაობაზე გავრცელებული გარკვეული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.“

ბილგიჩის თქმით, თურქეთი, არალეგალური გზებით საზღვრის გადმოკვეთის მცდელობების აღკვეთისას მთლიანად სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით მოქმედებს.



მსგავსი ინფორმაციები