თურქეთმა საზღვაო კორვეტი ზღვაში ჩაუშვა

ცერემონიალს პრეზიდენტი და პრემიერიც ესწრებოდნენ

513599
თურქეთმა  საზღვაო კორვეტი ზღვაში ჩაუშვა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი, სტამბოლში ეროვნული წარმოების საზღვაო კორვეტის ზღვაში ჩაშვების ცერემონიალს დაესწრნენ. ერდოღანმა  ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მოქმედი ტერ ორგანიზაციის მარცხზე გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ მთლიანობაში 7600 ტერორისტის ლიკვიდირება უკვე მოახდინეს. მან ასევე საზღვაო კორვეტის მშენებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მათ უკვე ავიამზიდის მშენებლობაც შეუძლიათ. „თურქეთის შეიარღებული ძალები მალე საკუთარი ავიამზიდის მფლობელი უნდა გახდეს. მე მჯერა, რომ ამასაც შევძლებთ. თურქეთს განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში განვითარების თვალსაზრისით დაყოვნების უფლება არ აქვს. ამის მიზეზი კი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, გეოგრაფიული მდებარეობაა,“ განაცხადა პრეზიდენტმა.  ცერემონიალზე ასევე სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი  ბინალი ილდირიმიც და  განაცხადა: „ძლიერი ქვეყანა მაშინ ხარ თუ  ძლიერი არმია გყავს, ამისათვის კი ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და  გავაკეთებთ კიდეც.“  



მსგავსი ინფორმაციები