ერდოღანი აშშ-ში გაემგზავრა

ერდოღანი აშშ-ში გაემგზავრა

507327
ერდოღანი აშშ-ში გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 3 ივნისს გარდაცვლილ კრივის ლეგენდის, მუჰამედ ალის, დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში გაემგზავრა. ერდოღანმა აშშ-ში გამგზავრებამდე ანკარის ესენბოღას აეროპორტში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მუჰამედ ალის არა მხოლოდ რინგები, არამედ ხალხის გულებიც ჰქონდა დაპყრობილი. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალის რასიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ერდოღანის აზრით ალის მნიშვნელოვან გამონათქვამებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი: „ღმერთს მე სიმდიდრე ვთხოვე, მან კი ისლამი მიბოძა,“ გახლავთ.  პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მუჰამედ ალის მხრიდან ისლამის მიღების შემდეგ, აშშ-ში მრავალმა ადამიანმა მისი ქცევების და პოზიციის გამო ისლამი მიიღო. თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ში მუჰამედ ალის დაკრძალვის ცერემონიალზე დამსწრე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ასევე განსაკუთრებით ჩიკაგოში გადასახლებულ თურქ მესხელთანაც აპირებს შეხვედრას.



მსგავსი ინფორმაციები