ბინალი ილდირიმი გუშინ მის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი გუშინ მის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს შეხვდა

503903
ბინალი ილდირიმი გუშინ მის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი გუშინ მის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს შეხვდა.

ილდირიმმა პირისპირი და დელეგაციათა შორის გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეტალურად განიხილეს ის უსამართლო ვითარებები, რომელთა წინაშეც თურქეთი და აზერბაიჯანი აღმოჩდნენ.  

ილდირიმის განცხადებით, გერმანიის ფედერალურმა პარლამენტმა 100 წლის წინანდელ ფაქტზე, რომელიც ცნობილიც კი არ არის მოხდას თუ არა და რომელზეც ისტორიკოსებიც კი ვერ თანხმდებიან  და რომელზეც სევე საერთაშორისო სასამართლოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თურქეთის დამდანაშაულებელი გადაწყვეტილება მიიღო და დაამატა, რომ ამ გადაწყვეტილებას თურქეთისათვის რაიმე ფასი და ვალდებულება არ გააჩნია.

თურქეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ გერმანიის მსგავსი მნიშვნელოვანი მოკავშირის, ევროპაში როგორც სავაჭრო პარტნიორის ასევე მრავალი კუთხით განვითარებული ურთიერთობის მქონე ქვეყნის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამ თურქეთის იმედგაცრუება გამოიწვია.

 „ამგვარი გადაწყვტილება რა მიზეზითაც არ უნდა იქნას მიღებული გინდ სომხური ლობის მცდელობით გინდ პოლიტიკური მიზეზებით, ეს სიმართლეს ვერ შეცვლის, ჩვენს წარსულში, ჩვენს ისტორიაში ისეთი რამ არ არის რის გამოც თავს დავხრით, მაგრამ დასავლეთის ისტორიაში იმდენად დიდი ადამიანური ტრაგედიებია, რომ ყველა მათგანზე პასუხიც რომ აგონ დავთრებიც კი ვერ დაიტევს“ - განაცხადა ილდირიმმა.

აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა რასიზადემ გერმანიის პარლამენტის მიერ სომხურ ბრალდებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განაცხადა, რომ მათ ვინც საკუთარ თავს დემოკრატებს უწოდებენ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს. მისივე თქმით, 100 წლის წინანდელი მოვლენების დღის წესრიგში დამყენებლები 20 წლის წინ სომხების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე გულგრილობას იჩენენ.



მსგავსი ინფორმაციები