თურქეთი ანტიტერორისტულ ოპერაციებს წარმატებით განაგრძობს

თურქეთი ანტიტერორისტულ ოპერაციებს წარმატებით განაგრძობს

502646
თურქეთი ანტიტერორისტულ ოპერაციებს წარმატებით განაგრძობს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ეშ-შეიხ იაკუბის და იაჰმულუს რეგიონებში განლაგებულ ტერ ორგანიზაცია დეაშის ობიექტებზე ოპერაცია განახორციელა, რომლის დროსაც ხუთი ტერორისტი იქნა მოკლული. საზენიტო ქვემეხებით განხორციელებული ოპერაციების დროს ასევე ტერორისტების მხრიდან არსენალად გამოყენებული ერთი ბინაც იქნა განადგურებული. თურქეთის შეიარღებული ძალები ასევე ჩრდილოეთ ერაყშიც პკკ-ს წინააღმდეგ განაგრძობს სპეცოპერაციებს. ამ ყველაფრის შესახებ  გუშინ ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესმდივანმა ნუმან ქურთულმუშმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა. მან ასევე თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციების შეაფასა და აღნიშნა, რომ ტერორისტებს, რომლებიც თურქეთში ბინადრობენ, საერთაშორისო ძალები ეკონომიკურად, იარაღით და სხვა ყველა სფეროში უჭერენ მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამდენს ვერ გაძლებდნენ.  „მთავრობის მხრიდან ტერორიზმის წინააღმდეგ მიღწეულმა  წარმატებებმა რეგიონის ქურთი ხალხის ტერორისტებისადმი ზურგის შექცევაშიც  შეუწყო ხელი,“ დასძინა ქურთულმუშმა.



მსგავსი ინფორმაციები