ილდირიმმა პარტიის გაფართოებული ოლქების თავჯდომარეებთან შეხვედრა გამართა

მან გერმანიის პარლამენტის მხრიდან დღეს განსახილველი 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა შეაფასა

502609
ილდირიმმა პარტიის გაფართოებული ოლქების თავჯდომარეებთან შეხვედრა გამართა

თურქეთი პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა სამართლიანობის და განვითარების პარტიის სათაო ოფისში ოლქების თავჯდომარეებთან შეხვედრა გამართა. იგი სიტყვით გამოსვლისას გერმანიის პარლამენტის მხრიდან დღეს განსახილველი 1915 წლის მოვლენებთან  დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა შეაფასა. „გერმანია დღეს ნამდვილი მეგობრობის გამოცდას გადის. სინამდვილეში ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, არამედ გერმანიის პრობლემაცაა, რადგან იქ 3,5 მილიონი წარმოშობით  თურქი ამომრჩეველი ცხოვრობს. იქ მცხოვრებ თურქებს ასევე ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. მე ვფიქრობ, რომ გერმანია ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და იმის მიხედვით გადადგამს შესაბამის ნაბიჯს,“ განაცხადა ილდირიმმა. მან ასევე ქვეყნის ანტიტერორისტულ ოპერაციებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ.     



მსგავსი ინფორმაციები