ევრკავშირის მინისტრი ბრიუსელს სტუმრობდა

“ანკარა არ შეცვლის ანტიტერორისტულ კანონს“

502338
ევრკავშირის მინისტრი ბრიუსელს სტუმრობდა

ბრიუსელში მყოფმა თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა ომერ ჩელიქმა პრეს კონფერენცია გამართა აქ და შეფასება მისცა რა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრებს, თქვა, რომ ვიზალიბერალიზაცია და რეადმისიის შეთანხმება ერთ პაკეტში შედის და მათი ცალ ცალკე განხილვა არ შეიძლება.

მისივე თქმით, იმის გამო რომ ანკარა ამჟამად აქტიურ ანტიტერორისტულ ოპერაციებს ახორციელებს პკკ-ას ტერორისტების წინააღმდეგ, ამიტომაც ევროკავშირის მოთხოვნას ანტიტერორისტულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ვერ შეასრულებენ.

“ნეტავი ინგლისი, საფრანგეთი ან გერმანია რას გააკეთებდნენ, თუ მათაც პკკ-ას მსგავსი ტერ ორგანიზაცია ეყოლებოდათ ქვეყნის შიგნით, ანდა სირიის მსგავსი მეზობელი სახელმწიფო რომ ჰყოლოდათ? როგორ დაიცავდნენ ისინი ქვეყნის ან მოსახლეობის უსაფრთხოებას? განა ისინი თურქეთის მსგავსად ტერორს არ შეებრძოლებოდნენ?“, ასეთი რიტორიკული კითხვები დასვა ჩელიქმა და დასძინა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თურქეთი მაინც გააგრძელებს ევროკავშირის წინაშე აღებული სრული გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულებას



მსგავსი ინფორმაციები