მავი მარმარაზე თავდასხმა გაიხსენეს

„მავი მარმარა“-ზე განხორციელებული თავდასხმიდან 6 წელი გავიდა

499876
მავი მარმარაზე თავდასხმა გაიხსენეს

ისრაელის მხრიდან თურქულ ჰუმანიტარულ გემ, „მავი მარმარა“-ზე განხორციელებული თავდასხმიდან 6 წელი გავიდა. თავდასხმის დროს დაღუპულები ანკარაში ისრაელის საელჩოს წინ შეკრებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს. დაღუპულების სულის მოსახსენიებელ აქციაში სხვადასხვა თურქულ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად İHH-ც იმყოფებოდა.  ისრაელის მხრიდან მავი მარმარას გემზე განხორციელებული თავდასხმის წლისთავი ასევე სტამბოლშიც აღინიშნა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 31 მაისს ღაზაში საერთაშორისო წყლებში მავი მარმარა-ს სახელწოდების ჰუმანიტარული პროდუქციით დატვირთულ   გემზე   ისრაელის სამხედროებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 10 თურქეთის მოქალაქე მოკლეს და 50-ე დაჭრეს.  ამ ფაქტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარის გამო თურქეთს ბოდიში მოუხადა და  კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა.



მსგავსი ინფორმაციები