დეაშის წინააღმდეგ თურქეთის მსგავსად არც ერთი ქვეყანა არ იბრძვის

დეაშის წინააღმდეგ თურქეთის მსგავსად არც ერთი ქვეყანა არ იბრძვის

488810
დეაშის წინააღმდეგ თურქეთის მსგავსად არც ერთი ქვეყანა არ იბრძვის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს სტამბოლში გამართულ ბალკანეთის ქვეყნების გენერალური შტაბების მე-10 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ თურქეთის მსგავსად არც ერთი ქვეყანა არ იბრძვის. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთის მხრიდან სირიასა და ერაყში დეაშის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად 3000-მდე ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.  პრეზიდენტმა ასევე სამოქალაქო ომის გამო სირიელ და ერაყელ იძულებით გადასახლებულ  მიგრანტებზე ისაუბრა, რომლებიც თურქეთში არიან დაბანაკებული და აღნიშნა, რომ თურქეთმა დღემდე მათთვის 20 მილიარდი დოლარი დახარჯა.   „ჩვენ როდესაც ეს მიგრანტები შევიფარეთ, არასდროს გვიფიქრია იმაზე, რომ ევროკავშირიდან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ან კიდევ გაეროდან რაიმე სახის ფულად  დახმარებას მოგცემდნენ,“ განაცხადა ედროღანმა.  მან ასევე დასძინა, რომ დეაშის წინააღმდეგ არც ერთი ქვეყანა მათთან რაიმე სახის სადაზვერვო ინფორმაციების ურთიერთგაცვლას არ აწარმოებდნენ, თურქეთმა რაც გააკეთა ყველაფერს მარტო აკეთებს. ერდოღანმა ტერორისტების ხელთ არსებულ იარაღებზეც ისაუბრა და დაამატა: „დეაშის ხელთ არსებული იარაღები ძალიან კარგად ვიცით თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის. ჩვენ, ბევრს გაფრთხილებაც მივეცით იმის თაობაზე, რომ გარკვეულ რეგიონებში იარაღი ვერტმფრენებით არ შეეტანათ, მაგრამ მათ ასეთი პასუხი გაგვცეს, „გარკვეული ტერიტორიები დეაშის კონტროლში გადადის ამიტომ ვალდებული ვართ მათ წინააღმდეგ არსებულ დაჯგუფებებს დავეხმაროთ“. სამწუხაროდ დავინახეთ, რომ ის იარაღები PYD-ს კი არა არამდე დეაშის ხელში აღმოჩნდა. ამ ყველაფერს მათთან სატელეფონო საუბრის დროსაც ვაცხადებ.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერდოღან , #დეაში , #ბრძოლა

მსგავსი ინფორმაციები