ერდოღანმა ევროპის დღესთან დაკავშრებით მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა ევროპის დღესთან დაკავშრებით მესიჯი გაავრცელა

487263
ერდოღანმა ევროპის დღესთან დაკავშრებით მესიჯი გაავრცელა

9 მაისი ევროპის დღედ აღინიშნება და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მესიჯი გაავრცელა და აღნიშნა, რომ თურქეთის სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ერდოღანმა მესიჯში ასევე ევროკავშირს მოუწოდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მტკიცე პოზიცია დაიკავონ. მან ამავე მესიჯში იმაზეც გაუსვა ხაზი, რომ თურქეთი, როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო საკითხებშიც ევროკავშირთან თანამშრომლობას გააგრძელებს.   პრეზიდენტი ასევე თურქეთ-ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „აღნიშნული კანონპროექტის რეალობაში გადაქცევის შემთხვევაში თურქეთის 50 წლიან იმედგაცრუებული ლოდინის ნაწილობრივ შემსუბუქებას გამოიწვევს. ვიმედოვნებ, რომ მიცემული სიტყვები დროულად და ეფექტურად განხორციელდება,“ ხაზი გაუსვა ერდოღანმა.    



მსგავსი ინფორმაციები