ერდოღანი დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართულ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო ორგანოების საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამართულ ვახშამზე სიტყვით გამოვიდა

485418
ერდოღანი დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოთანმა გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურის უსამართლობაზე გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ მიგრანტთა მტკივნეული ვითარების მიმართ გლობალური სამართლის დაცვლის ვალდებულების მქონე ორგანიზაციები ინერტულ და გაუვალ სიტუაციაში არიან.

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართულ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო ორგანოების საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამართულ ვახშამზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: „თურქეთმა დღემდე ზღვებში 110 ათასი მიგრანტი გადაარჩინა... ადამიანის სინდისის შემძვრელი ამ მტკივნეული სურათის მიუხედავად მიგრანტთა ვითარების მიმართ გლობალური სამართლის დაცვის ვალდებულების მქონე ორგანიზაციები ინერტულ და გაუვალ სიტუაციაში არიან. საკუთარი ინტერსები ადამიანის სიცოცხლეზე წინ დადგა. ამისათვის ჩვენ ვამბობთ, რომ „მსოფლიო ხუთზე დიდია“  და გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურის უსამართლობაზე ვამახვილებ ყურადღებას.“

ერდოღანმა ასევე დასძინა: „სამართლიანობის წრე, ჩვენს უძველეს სახელმწიფო აზროვნებასთან ერთად მართვისა და პოლიტიკის კომპასია... ამ მიდგომით 2002 წლიდან დღემდე ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური რეგულაციების დაცვით სამართლის წრის ფარგლებში განვახორციელეთ. მაგრამ უსამართლობის აღმოფხვრისათვის წარმოებულ ჩვენს სამუშაოებს სამწუხაროდ მრავალი დაბრკოლება შეუქმნეს. მათგან ერთ-ერთი ტერორია. სეპარატისტული ტერორგანიზაცია განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში ჩვენი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების საბოტაჟისთვის ყველაფერს აკეთებს.“  


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები