პრეზიდენტის პრესსპიკერმა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ კალინმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე დღის წესრიგი შეაფსა

477932
პრეზიდენტის პრესსპიკერმა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ კალინმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე დღის წესრიგი შეაფსა. მისი თქმით, ისრაელთან მიმდინარე მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა, ორი ქვეყნის უფლებამოსილებს შორის ახლო მომავალში ახალი შეხვედრა იგეგმება და სავარაუდოდ, ისრაელის მხარე ღაზასა და პალესტინის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების საკითხზე ნაბიჯებს გადადგამს.  

კალინმა აღნიშნა: “ისრაელთან კომპენსაციისა და ბლოკადასთან დაკავშირებით ბოლო ორ მუხლზე საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ იგეგმება შეთანხმების ხელმოწერა და ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დაწყება.“

პრესსპიკერის განცხადებით, მოსკოვთან ურთიერთობებში კი თურქეთი მზად არის ახალი ნაბიჯების გადასადგმელად და რუსეთთან არსებული კავშირები მხოლოდ ერთ ფაქტის არ შეეწირება.   

სირიის საკითხთან დაკავშირებით კი კალინმა დასძინა, რომ სირიაში არა მხოლოდ ხმელეთიდან არამედ ჰაერიდანაც საჭიროა შეზღუდული ზონის შექმნა და ეს თავის წვლილს შეიტანს მტკივნეული ფაქტებს აღკვეთასა და მიგრანტთა ნაკადის შემცირებაში.

მისივე თქმით, მიგრანტთა კრიზისის წყარო სირიის ხელისუფლებაა და ტერორგანიზაცია დეაშთან ბრძოლას მგვარად უნდა შეხედონ.

კალინმა აღნიშნა, რომ თურქეთმა დღეიდან დეაშთან კავშირში ეჭვმიტანილ უცხოეთის მოქალქე 41 ათას ადამიანს ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალა, 2 ათას 777 ადამიანი დაკავებული იქნა, 954 კი დაპატიმრებულია.  


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ კალინი

მსგავსი ინფორმაციები