პკკ-ს წევრებთან შეტაკებას სოფლის ერთი მცველი ემსხვერპლა

ბითლისში სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წევრებთან შეტაკებას სოფლის ერთი მცველი ემსხვერპლა

466309
პკკ-ს წევრებთან შეტაკებას სოფლის ერთი მცველი ემსხვერპლა

ბითლისში სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წევრებთან შეტაკებას სოფლის ერთი მცველი ემსხვერპლა.

ბოლუში კი პოლიციის სპეცდანიშნულების ჯგუფების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს პკკ-ს 2 წევრი იქნა ლიკვიდირებული.

თუნჯელიში უსაფრთხოების ძალებმა ერთი ტერორისტი გაუვნებელყვეს 1 ტერორისტი კი დაჭრილი დააკავეს.

ამავდროულად, თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს.

ზაპის რეგიონში ტერორისტების კუთვნილი მიწისქვეშა სამიზნეები წარმატებით იქნა განადგურებული.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთის დროით 04.30 საათზე დაწყებული ოპერაციის დროს თავშესაფრები და გამოქვაბულები ოთხი ცალი F-4E 2020 და ექვსი ცალი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებიდან იქნა დაბომბილი, რის დრისაც გამოყენებული იქნა ადგილობრივი წარმოების გამჭოლი ბომბები.

„თავშესაფრის ბომბის“ სახელით ცნობილი გამჭოლი ბომბით მიწისქვეშ დამალული სამიზნეები ნადგურდება.


მსგავსი ინფორმაციები