ტერაქტი სტამბოლში

დაშავებულებს შორის 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

454067
ტერაქტი სტამბოლში

ტერაქტი სტამბოლში

სტამბოლში დღეს დილით თაქსიმში, ისტიკლალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი განახორციელა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა 36 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი თვით ტერორისტია. დაშავებულები სავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის 7-ის მდგომარეობა მძიმეა. ჯანდაცვის მინისტრის მეჰმედ მუეზზინოღლუს ინფორმაციით დაშავებულებს შორის 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ტერაქტი დილით ადგილობრივი დროით 11:00 საათზე განხორციელდა. პოლიციამ მომხდარის შემდეგ უსაფრთხოების უმაღლესი ზომები მიიღო და ისტიკლალის ქუჩა გადაკეტა. სტამბოლის ტერაქტთან დაკავშირებით პირველი შეფასება თურქეთის ვიცე-პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან ქურთულმუშმა მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ ტერორიზმს არ ჩაბარდებიან და მის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები