ერდოღანმა ანკარაში მომხდარი ტერაქტი შეაფასა

ერდოღანმა ანკარაში მომხდარი ტერაქტი შეაფასა

450948
ერდოღანმა ანკარაში მომხდარი ტერაქტი შეაფასა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა 14 მარტის მედიცინის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტი შეაფასა.

ერდოღანის განცხადებით, ქვეყანას გზას ვერავინ გადაუჭრის და ტერორს აუცილებლად დაამარცხებენ.

პრეზიდენტის თქმით, ანკარის ქიზილაის უბანი ჩვეულებრივი ადგილი არ არის, იგი სიმბოლური ცენტრია და ტერაქტს სპეციალური სამიზნეები ჰყავდა.

„ქიზილაიზე მომხდარი ტერაქტი საზოგადოების რომელიმე ნაწილის წინააღმდეგ კი არა მთლიანად, პირდაპირ საზოგადოების საწინააღმდეგოდ მოხდა, რის გამოც ეს არის მოვლენა, რომელმაც ტერორისტული ორგანიზაციის ნამდვილი სახე აჩვენა“ - განაცხადა რ. თ. ერდოღანმა. მისივე თქმით, არ არსებობს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ომი მთლინად ერს გამოუცხადა და გაიმარჯვ და თურქეთს გზას ვერავინ გადაუჭრის.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #ანკარა , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები