თურქეთის სსს-მ განცხადება გაავრცელა

მასში DEAŞ-ის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმეს

449433
თურქეთის სსს-მ განცხადება გაავრცელა


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მკაცრად დაგმო ისლამური სახელმწიფოს მიერ ერაყში არაადამიანური მეთოდების გამოყენება.

“გავრცელებულმა ინფორმაციებმა, რომ DEAŞ-მა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქის მახლობელ დაბა თუზჰურმუტში ქიმიური იარაღით თავდასხმა მოაწყო, ანკარაც სერიოზულად შეაშფოთა. ამჟამად ჩვენ ინტენსიური კონტაქტი გვაქვს ხსენებულ რეგიონში მცხოვრებ თურქმენების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რომლებმაც ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები გაეროს ერაყში მოქმედ მისიას გადასცეს. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ქიმიური იარაღით დაღუპულების ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქი ხალხი და მისი მთავრობა როგორც ყოველთვის ახლაც მხარში უდგანან ერაყელ თურქმენებს და ყველანაირ დახმარებებს აღმოუჩენენ“,, ხაზგასმულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები