ერდოღანმა ლტოლვილებისათვის ახალი წინადადება წამოაყენა

“სირიის ჩრდილოეთში ახალი ქალაქი ავაშენოთ“

444959
ერდოღანმა ლტოლვილებისათვის ახალი წინადადება წამოაყენა

პრეზიდენტმა ერდოღანმა დადებითი შეფასება მისცა ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარის დონალდ ტუსკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თურქეთი ევროპასავით საზღვრებს არ უხურავს სირიელებს და თავისი ხარჯებით მილიონობით ლტოლვილს იფარებს. მისისვე თქმით თურქეთის ტვირთის შემსუბუქების მიზნით ანკარა სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვრის მახლობლად ერთი დიდი ქალაქის აშენებას უჭერს მხარს, რომელსაც 4500 კვ კმ-ის ფართობი ექნება და მასში დასახლდებიან თურქეთში თავშეფარებული სირიელებიც და ჩრდილოეთ სირიის ლტოლვილთა ბანაკებში განთავსებულებიც.

“ჩვენ ამ ქალაქის შესახებ ვესაუბრეთ დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის ბარაკ ობამასაც, მაგრამ, ისინი ჯერჯერობით ჩუმად არიან და ამ წინადადებაზე პასუხს არ გვაძლევენ“, განაცხადა ერდოღანმა.

მანვე სირიელებისადმი და საერთოდ ღარიბი ქვეყნებისათვის ანკარის მხრიდან გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამერიკა-ინგლისის შემდეგ თურქეთი ამ მხრივ მესამე ადგილზეა მსოფლიოში, რომელმაც მარტო ბიუჯეტიდან სირიელი ლტოლვილებისათვის 10 მილიარდი ლირა დახარჯა და ამაში არ შედის არასამთავრობოების და მერიების მხრიდან გაწეული დახმარებები



მსგავსი ინფორმაციები