შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში

სტამბოლში, ბაირამფაშას რაიონში მდებარე პოლიციის სწრაფი რეაგირების განყოფილებაზე შეიარღებული თავდასხმა განხორციელდა

443785
შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში

სტამბოლში, ბაირამფაშას რაიონში მდებარე პოლიციის სწრაფი რეაგირების განყოფილებაზე შეიარღებული თავდასხმა განხორციელდა.

ტერორისტები პოლიციის მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ გაიქცნენ და თავი საცხოვრებელ ბინას შეაფარეს. ადგილზე უსაფრთხოების ზომები მიიღეს და აქვე მივიდა სპეცდანიშნულების რაზმი.

ჩატარებული ოპერაციის შედეგად ტერორისტების გაუვნებელყოფა მოხდა.

სტამბოლის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის განცხადებით, მომხდარის დროს 2 პოლიციელი დაშავდა.

თავდასხმა ვიდეო კამერებმაც დააფიქსირეს. კადრებში ჩანს 2 ტერორისტი ქალიდან ერთი მოძრავ სწრაფი რეაგირების განყოფილების ავტობუსს როგორ უხსნის ცეცხლს ავტომატური იარაღიდან, ხოლო მეორე ტერორისტი კი ხელყუმბარის სროლის შემდეგ როგორ ხსნის ცეცხლს იარაღიდან.



მსგავსი ინფორმაციები