თურქეთ-უკრაინას შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თურქეთ-უკრაინას შორის თანამშრომლობა ღრმავდება

439212
თურქეთ-უკრაინას შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თურქეთ-უკრაინას შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თურქეთის პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო პარტნიორობის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ამის ფარგლებში თურქეთის და უკრაინის ბიზნესმენთა და მრეწველთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ტრაპიზონში გირესუნის რაიონში შეხვედრა გამართეს. მათ ორი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორობის საკითხი განიხილეს. გირესუნის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავჯდომარემ ჰასან ჩაქირმელიქოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთ-უკრაინას შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო, ამიტომ მათ სურთ, რომ ეს ურთიერთობა სხვადასხვა სფეროშიც გააღრმავონ. შეხვედრაზე ასევე ტრაპიზონის სამრეწველო და ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა როგორც თურქეთისთვის, ასევე შავიზღვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ამიტომ მათი მხრიდან ამ ქვეყანასთან პარტნიორობა ძალზედ მნიშვნელოვანია.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #უკრაინა , #თანამშრომლობა

მსგავსი ინფორმაციები