ერდოღანი ჩილეში ჩავიდა

იგი მეორედ ჩავიდა ამ ქვეყანაში

426173
ერდოღანი ჩილეში ჩავიდა
10-11/Files/UploadedImages/2323287574erdogan.jpg

ერდოღანი ჩილეში ჩავიდა

იგი მეორედ ჩავიდა ამ ქვეყანაში

სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი ჩილეში ჩავიდა და სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტში მას ოფიციალური დახვედრა მოუწყო ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰერალდო მუნოზუმ. ერდოღანი ამ ქვეყანაში პრემიერის რანგში ვიზიტად 2010 წელს იყო და ახლა მეორედ პრეზიდენტის რანგში ჩავიდა. თურქი პრეზიდენტი დღეს ჯერ სანტიაგოს ლა მონედას სახელობის კულტურის ცენტრში გამოფენას მოინახულებს, რომელიც ეძღვნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაწყების 90-ე წლისთავს, შემდეგ კი მის საპატივსაცემოთ თურქეთის საელჩოში გამართულ სადილს შეუერთდება. დღესვე მას ლა მონედას რეზიდენციაში ოფიციალურ მიღებას მოუწყობს ჩილეს პრეზიდენტი მიშელ ბაჩელერი და ძირითადად ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოების საკითხებს განიხილავენ რა, ხელი მოეწერება 9 შეთანხმებას. ხვალ ერდოღანი გაეროს მხრიდან ორგანიზებულ პროგრამას შეუერთდება



მსგავსი ინფორმაციები