ერდოღანმა გამგებლებთან შეხვედრა გამართა

ერდოღანმა გამგებლებთან შეხვედრა გამართა

423772
ერდოღანმა გამგებლებთან შეხვედრა გამართა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში სოფლის გამგებლებთან შეხვედრა გამართა და სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე სპეცოპერაციების შესახებ ისაუბრა. ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაციები ქურთი ხალხის წინააღმდეგ კი არა, არამედ ტერორისტების წინააღმდეგ ხორციელდება. პრეზიდენტმა ასევე ტერორგანიზაცია პკკ-ს რიგებში გაწევრიანებულ ახალგაზრდობასაც მოუწოდა, რომ სანამ დროა შეცდომისგან გაერიდონ და საკუთარი ოჯახების და სამშობლოს სამსახურში ჩადგნენ. მან ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ვინც შეიარაღებულია, ან კიდევ მათ ნებისმიერი ფორმით ხელს უწყობს, ისიც დანაშაულს ჩადის. ერდოღანმა კიდევე ერთხელ განაცხადა, რომ ოპერაციები რეგიონიდან ტერორისტების სრულ გაწმენდამდეს და წესრიგის დამყარებამდე გაგრძელდება.

საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #გამგებლები

მსგავსი ინფორმაციები