PKK ასადს ნავთობს ჰყიდის

PKK ასადს ნავთობს ჰყიდის

360286
PKK ასადს ნავთობს ჰყიდის

ვაშინგტონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტს ასადს ნავთობს როგორც ტერორგანიზაცია დაიში, ასევე PKK-ს დაქვემდებარებაში მყოფი სირიის დაჯგუფება PYD-ც ჰყიდის და მათ შორის შუამდგომლობას რუსული ფირმები აწარმოებენ. ამ ინფორმაციას თურქულ გაზეთ სტარისათვის მიცემულ ინტერვიუში სირიელი თურქმენების მეთაური სამირ ჰაფეზი ავრცელებს, რომლის თქმითაც, PYD-ს და ასადს შორის ნავთობის გაყიდვის თაობაზე შუამდგომლობას რუსული ფირმები აწარმოებენ. სამირ ჰაფეზმა გაზეთ სტართან მიცემულ ინტერვიუში ასევე რუსეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის, თითქოს და თურქეთი დაიშისგან ყიდულობს ნავთობს, შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ამით თავისი ინტერესების განხორციელებას ცდილობს, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება, რადგან რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში 300 ათას ბარელ ნავთობზეა საუბარი, მაშინ როცა სირია დღეში მხოლოდ 150 ათას ბარელს ამუშავებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები