ერდოღანი კითხვა-პასუხი

ერდოღანმა, უპასუხა სირიის საზღვარზე ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ მიცემულ კითხვებს

397961
ერდოღანი კითხვა-პასუხი

პარიზის ეკოლოგიის სამიტის შემდეგ კატარში წასვლისას, ერდოღანმა, თვითმფრინავში უპასუხა სირიის საზღვარზე ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ მიცემულ კითხვებს.
აღნიშნა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი თვითმფრინავის შესახებ აქამდე გამოთქმულ ვარაუდებს ვერ უწოდებს დიპლომატიურს, რადგან საკითხისადმი ისეთ ემოციურ მიდგომას იჩენენ, რაც არ შეესაბამება სერიოზულობას. თურქეთი ინარჩუნებს თავის პრინციპულობას და მოსაზრებას, რომელიც სწორია. მაშინ, როცა ყველა სახელმწიფომ სანქცია დაუწესა რუსეთს, ეს არ მოახდინა თურქეთმა. ახლაც მრავალი ქვეყანა უჭერს მხარს თურქეთს, ნატოსგან მიიღო ძლიერი გზავნილები.
მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრით როგორც გაირკვა, თურქეთის წინააღმდეგ წარმოებს სერიოზული ცილისმწამებლური კამპანია, რომელსაც ისინი არიჯერებენ. რუსეთი კი, პირიქით, ამგვარი ცილისმწამებლური კამპანიებით კარგავს ნდობას.
ერდოღანმა ისიც დაამატა, რომ საზღვრის დარღვევები პირველად არ ხდება, წინათაც მოხდა რუსეთის მხრიდან ხმელთაშუა ზღვაში მოსკოვის კრეისერებით თურქული გემების შევიწროება და ამის შესახებ თურქეთმა გამოთქვა გაფრთხილება.
რუსეთის ბუნებრივი აირის ბარათების შესახებ მიცემული კითხვის საპასუხოდ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ჯერ ერთი, დიდი ხანი არ არის რაც თურქი ხალხი გაზს გაეცნო და ამ ხალხს შეუძლია ყველანაირი ძნელბედობის გადატანა, მეორე კი ის არის რომ, თურქეთს გააჩნია ალტერნატიული რესურსები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები