თურქ მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი დაუწესდებათ

ამას ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე მიაღწიეს

395264
თურქ მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი დაუწესდებათ


გუშინ საღამოს ბრიუსელში ევროკავშირ-თურქეთის მორიგი სამიტი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ, ევროპის საბჭოს თავჯდომარემ დონალდ ტუსკმა და ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა.

დავუთოღლუმ განაცხადა, რომ სამიტზე შეთანხმებას მიაღწიეს ყველაზე მთავარ საკითხში, თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანების პროცესის გამოცოცხლებაზე, რაც აისახა ერთობლივად გამოქვეყნებულ დეკლარაციაშიც.

“თურქეთ-ევროკაშირს შორის მიღწეული შეთანხმებით ამიერიდან ეს ორი მხარე წელიწადში ორ სამიტს ჩაატარებს, დაჩქარდება და გაფართოვდება სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობა, სრული გაწევრიანების ეგიდით მიმდინარე წლის 17 დეკემბერს დაიწყება მე-17 თავის განხილვები, სირიელი ლტოლვილების თურქეთში დაბრუნების სანაცვლოდ მომავალი წლის ოქტომბრიდან თურქეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრამა დაიწყება და ისინი უვიზო მოგზაურობას დაიწყებენ შენგენის ქვეყნებში, გაღრმავდება ეკონომიკური ურთიერთობები და მის ფარგლებში განახლდება საბაჟო ერთიანობის შეთანხმება, ლტოლვილების საკითხში გამოვიმუშავებთ ერთიან სამოქმედო გეგმას და მის ფარგლებში ბრიუსელი 3 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევს ანკარას რა, ეს თანხა მხოლოდ ლტოლვილთა საჭიროებებს მოხმარდება“, განაცხადა დავუთოღლუმ.

დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერიც მიესალმნენ თურქეთთან მიღწეულ შეთანხმებას და აღნიშნეს, რომ ამიერიდან ორივე მხარე უფრო აქტიურად ითანამშრომლობენ ყველანაირ საკითხში, განსაკუთრებით ანტიტერორისტული ბრძოლისა და ლტოლვილთა პრობლემის მოგვარების საკითხებში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები