კალინმა თურქეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავის

კალინმა თურქეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების პროცესი შეაფასა

356925
კალინმა თურქეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავის

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ კალინმა განაცხადა, რომ რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე ადრეც რამდენიმეჯერ დაარღვია და ამ საკითხის შესახებ პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს ანტალიაში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზეც ესაუბრა.

კალინმა თურქეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების პროცესი ცნობილი ამერიკული გაზეთის Huffington Post-ის არაბულ გამოცემასთან შეაფასა.

კალინის თქმით, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ამგვარი მოვლენები აღარ უდნა განმეორდეს და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ღრმა კავშირების მეშვებით შესაძლებელი იქნება თვითმფრინავის კრიზისის გადალახვა.

მან გააკრიტიკა სირიაში ოპერაციებში რუსეთის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა და დაამატა, რომ ზომიერი ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა ასადის რეჟიმისა და დეაშის სასარგებლოა და მსოფლიომ ეს ორი ბოროტი ძალა თავიდან უნდა მოიშოროს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები