ერდოღანმა დიდი ოცეულის სამიტის დასკვნითი დეკლარაცია წაიკითხა

ეროვნულ შემოსავალს 2018 წლამდე სულ ცოტა 2%-ით მაინც გაზრდიან

366647
ერდოღანმა დიდი ოცეულის სამიტის დასკვნითი დეკლარაცია წაიკითხა

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ლიდერების შემკრები G20-ს სამიტი, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარეობდა, დასრულდა. სამიტის დასკვნითი დეკლარაცია თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წაიკითხა. დეკლარაციაში მთავარი ყურადღება ტერორიზმზე გამახვილდა. ”ტერორიზმს რწმენა, ეროვნება და რეგიონი არ გააჩნია. ტერორიზმის რომელიმე რელიგიასთან დაკავშირება ადამიანთა შეურაცყოფაა, ყველა რელიგიისთვის სიცოცხლე წმინდაა”, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იმოქმედოს. ერდოღანმა ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ ასადს სირიის მომავალში თავისი წვლილის შესატანის შანსი აღარ აქვს. ” G20-ს სამიტზე ნათლად დავინახეთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა ერთი აზრისაა. ასევე თუ სირიის საკითხზე ერთ პოზიციაზე არ დავდგებით, მიგრანტთა პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. თავიანთი ხალხის წინაშე ისეთი სისასტიკით მოქცევა, როგორიც ესადმა გააკეთა, მას ყოველგვარ უფლებას უზღუდავს სამომავლოდაც სირიის განვითარებაში რაიმე წვლილის შეტანას შეეცადოს” - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა დასკვნით ანგარიშში ასევე ეკონომიკურ ზრდის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ ეროვნულ შემოსავალს 2018 წლამდე სულ ცოტა 2%-ით მაინც გაზრდიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები