ჩაერთვება თუ არა თურქეთის სირიაში DAEŞ-ის წინააღმდეგ სახმელეთო ო

ჩაერთვება თუ არა თურქეთის სირიაში DAEŞ-ის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებში

414492
ჩაერთვება თუ არა თურქეთის სირიაში DAEŞ-ის წინააღმდეგ სახმელეთო ო

თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ამერიკულ ტელეარხ CNN-ის ჟურნალისტის ქრისტინე ამანპურის შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტმა თურქეთის სირიაში ტერორგანიზაცია DAEŞ-ის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის შესახებ შეკითხვა დასვა, რაზეც დავუთოღლუმ განაცხადა: ”თურქეთი კოალიციურ ძალებთან ერთად მათ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებში მონაწილეობას იღებს, მაგრამ მთლიან ტვირთს საკუთარ თავზე ვერ აიღებს”. მან ასევე დასძინა, რომ კოალიციური ძალები უფრო მჭიდრო ურთიერთობით უნდა დგამდნენ ნაბიჯებს ნებისმიერ საკითხზე და თუ ეს ასე იქნება, თურქეთი ყველა შემოთავაზებისთვის მზადაა. შემდეგ კი ჟურნალისტმა ისევ დასვა შეკითხა შედის თუ არა ამაში სახმელეთო ოპერაციები, რაზეც თურქეთის პრემიერმა აღნიშნა: ”რა თქმა უნდა, სხვანაირად ტერორგანიზაციის აღკვეთა შეიძლება ითქვას რომ შეუძლებელია, პირიქით ასეთი ნაბიჯებით შეიძლება ახალი ტერორისტული დაჯგუფებების წარმოქმნასაც შეეწყოს ხელი”. დავუთოღლიმ CNN-თან ინტერვიუში ასევე აშშ-ს მიერ PKK-ს დაქვემდებარებაში მყოფ PYD-სათვის გაწეულ იარაღის დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ამერიკა DEAŞ-ის წინააღმდეგ ქურთების შეიარაღებას უწყობს ხელს, ისინიც მზად არიან ამისთვის, მაგრამ არა PKK-ს დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა დაჯგუფებებისათვის რადგან ისინი თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს ანხორციელებენ და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს იწირავენ. თურქეთის პრემიერმა ასევე 1 ნოემბრის არჩევნებზეც ისაუბრა და წარმატების მიზეზები ასე ახსნა: ”ტერორიზმის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ეკონომიკური ზომები მივიღეთ და თურქი ხალხისთვის მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რამაც ეს წარმმატება მოგვიტანა”.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები