ანკარის ტერაქტის მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ცნობილია

ანკარის ტერაქტის მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ცნობილია

394768
ანკარის ტერაქტის მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ცნობილია

ანკარაში 10 ოქტომბერს ტერაქტის განმხორციელებელი მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ცნობილი გახდა და იგი იუნუს ემრე ალაგოზია.

ანკარის რესპუბლიკურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ამოცნობა ფოტოსურათებით მოხდა. პირადი მონაცემების დასადგენად მუშაობა გრძელდება. დადგინდა, რომ ეს პიროვნება ტერაქტის განსახორციელებლად სამხრეთ საზღვარზე მდებარე მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა“.

იუნუს ემრე ალაგოზი, სურუჩში თვითმკვლელური ტერაქტის განმხორციელებელი ტერორისტის აბდურაჰმან ალაგოზის ძმაა.

პოლიციამ მეორე თვითმკვლელი ტერორისტის სახე ჩვენებების მიხედვით აღადგინა და ფოტორობოტი შეადგინა. უშიშროების სამსახურმა ალაგოზის ვინაობა დნმ-ის შედარებით დაადგინა, რის შემდეგაც ვიდეო მასალასაც მიაგნო.

ანკარის რესპუბლიკური პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ოცი ეჭვმიტანილის წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, ტერორისტებს ეხმარებოდნენ, სასამართლო პროცესი დაიწყო და მათგან 11 დაკავებულია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 11 ეჭვმიტანილიდან 4 პროკურატურამ გაათავისუფლა, სასამართლოში გადაგზავნილი 7 პიროვნებიდან 4 დაკავებულია, სამის შესახებ კი სასამართლო კონტროლის დაწესების გადაწყვტილება იქნა მიღებული. განცხადების თანახმად, 9 ეჭვმიტანილი გაქცეულია.

ამასთანავე ეჭვმიტანილების კუთვნილ 5 საწყობში ასობით კილო ასაფეთქებელი, 10 თვითმკვლელობის ჟილეტი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული.

გაქცეული 9 ეჭვმიტანილის დასაკავებლად კი ფართომასშტაბიანი ოპერაცია გრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები