იყიდე ბინა, გახდი თურქეთის მოქალაქე

უძრავი ქონების მყიდველ უცხოელებს თურქეთის მოქალაქეობა მიეცემათ

392729
იყიდე ბინა, გახდი თურქეთის მოქალაქე



როგორც განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზეიბექჩიმ არაბ ინვესტორებთან შეხვედრაზე, ამზადებენ ახალ კანონ-პროექტს, რომლითაც იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში ბინას იყიდიან, ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიეცემათ.

“ასეთი ანალოგები მრავალ ქვეყანას გააჩნია და ახლა მათ სიას თურქეთიც შეუერთდება. უცხოელებისათვის უძრავი ქონების მიყიდვა ექსპორტის ერთ ერთ სახეობას წარმოადგენს და ჯერ ჯერობით მართალია კონკრეტული პირობებიც არ ჩამოგვყალიბებია, მაგრამ, სერიოზულად ვმუშაობთ შესაბამისი კანო-პროექტის მომზადებისათვის. ასე რომ, უძრავი ქონების მყიდველ უცხოელებს მოქალაქეობას აუცილებლად მივცემთ“, განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ ამ საქმეში უკვე ინფორმირებულნი არიან მინისტრთა საბჭოს წევრებიც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები