ანკარაში მომხრადთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოხმაუ

ანკარაში მომხრადთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა

352633
ანკარაში მომხრადთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოხმაუ

გუშინ ანკარაში მომხდარ ტერაქტს მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარი მკაცრად დაგმო და პრეზიდენტ ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდა რა, სამძიმარი გამოუცხადა. თურქეთის პრეზიდენტს გუშინდელ ტერაქტთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, აშშ-ს, რუსეთის, საფრანგეთის, იტალიის, საქართველოს და სხვა ქვეყნების პრეზიდენტებმაც მიუსამძიმრეს. ერდოღანს ასევე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა და სხვებმაც მიუსამძიმრეს. ასევე ინგლისის, გერმანიის, პაკისტანის და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც გუშინდელი ფაქტი დაგმეს და თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს. უცხო ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოებმა მომხდარი საგანგებო კოდით გააშუქეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები