პკკ-ა თავდასხმებს აგრძელებს

შეჰიდი გახდა კიდევ 1 პოლიციელი

390771
პკკ-ა თავდასხმებს აგრძელებს


თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით გუშინ, პკკ-ას ტერორისტებმა დირბაქირ-ჰანის გზატკეცილი გადაკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს ერთ მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც პოლიციელი და მისი ოჯახის წევრები ისხდნენ და ამ თავდასხმის შედეგად პოლიციელი შეჰიდი გახდა, ხოლო მისი ოჯახის წევრები უვნებლად გადარჩნენ.

ქალაქ სილვანში ტერორისტებმა რაკეტა ესროლეს პოლიციის განყოფილებას და მატერიალური ზიანი მიაყენეს რამდენიმე შენობას. ორივე თავდასხმის შემდეგ თურქმა ჯარისკაცებმა ფართომასშტაბიანი ოპერაციები დაიწყეს ტერორისტების ლიკვიდირებისათვის, იტყობინება შს სამინისტროს პრეს სამსახური


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები