ერდოღანის ვიზიტი იაპონიაში გრძელდება

მას ვასედას უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

389690
ერდოღანის ვიზიტი იაპონიაში გრძელდება

თურქეთის პრეზიდენტს იაპონიაში ვასედას უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ერდოღანმა იქ სიტყვით გამოსვლისას ტერორიზმზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის განსხვავება არ შეიძლება იყოს. ყველა ტერორისტული დაჯგუფება ეს იქნება DEAŞ-ი, PKK თუ სხვა, ყველას მიმართ ერთი და იგივე ზომები უნდა იქნეს მიღებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ტერორიზმი არ შეიძლება რომელიმე რელიგიას ან კიდევ ეთნიკურ წარმომავლობას დაუკავშირო, რადგან მათი ნამოქმედარი ადამიანური დანაშაულია, ამიტომ მათ მიმართ ერთობლივი პოზიცია უნდა იქნეს დაფიქსირებული და ყველა შესაბამისად უნდა დაისაჯოს. პრეზიდენტმა ერდოღანმა შემდეგ იაპონელ ბიზნესმენებს სიტყვით მიმართა. მან ბიზნესმენებს თურქეთში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები