ერდოღანი ბან კი მუნს ესაუბრა

მან ისრაელის ქმედებები დაგმო

349782
ერდოღანი ბან კი მუნს ესაუბრა


პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ერდოღანი გუშინა საღამოსაც დაუკავშირდა ტელეფონით გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს და ყურადღება გაამახვილა რა იერუსალიმის და საერთოდ ისლამური სამყაროს ერთ ერთი ყველაზე უდიდესი და უწმინდესი, ჰარემი-შერიფის სახელწოდების მეჩეთში ისრაელის მხრიდან გამოჩენილ თვითნებობებზე და მუსლიმანებზე განხორციელებულ ძალადობებზე, გაეროს დაუყონებლივ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

“ისრაელის თავდასხმები პალესტინელებზე დიდ აღშფოთებას იწვევს მუსლიმანურ სამყაროში, რაც მიუღებელია ყველა ჩვენთაგანისათვის და ამიტომ გაეროს მოვუწოდებ, იერუსალიმში ისრაელის მხრიდან ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის გამო მკაცრი ზომები მიიღოს“, განაცხადა ერდოღანმა, აღნიშნავს პრეზიდენტის პრეს სამსახური.

ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ბან კი მუნმა წერილობითი განცხადება გაავრცელა და ხაზი გაუსვა რა რწმენის და სინდისის თავისუფლების მნიშვნელობაზე, ამასთან ერთად შეშფოთება გამოთქვა იერუსალიმში დაძაბულობის ზრდის გამო.

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ვაშინგტონმაც და დაგმო ისრაელის თვითნებობები.

ისრაელის ჯარისკაცები კვირადღეს შევიდნენ რა მესჯიდი აქსაში, ძალის გამოყენებით გარეკეს შიგნით მყოფი მუსლიმანი მლოცველები და შემდეგ იგი დაკეტეს რა, აღარავინ შეუშვეს სალოცავად


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები