ერდოღანი ტერორისტებს დაემუქრათ

“ბოლო ტერორისტის განადგურებამდის ვიბრძოლებთ“

323649
ერდოღანი ტერორისტებს დაემუქრათ


პრეზიდენტმა ერდოღანმა სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა თადარიგში გასული შეიარაღებული ძალების უფროსი, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზერი და დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ანტიტერორისტულ ბრძოლას ქვეყნის შიგნით ტერორისტების მთლიანად განადგურებამდის გააგრძელებენ.

“სანამ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებისათვის ამ მეტად საშიშ მუქარას არ მოვსპობთ, სანამ ბოლო იარაღს არ ჩამარხავენ ტერორისტები და ზედ ბეტონს არ ჩაასხამენ, მანამდის გავაგრძელებთ მათთან ბრძოლას“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ აქამდე ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ თურქული ბომბდამშენების მხრიდან ტერორისტების ბუდეებზე განხორციელებული საჰაერო ოპერაციების დროს დიდი დარტყმები მიაყენეს ისლამურ სახელმწიფოსაც და ქურთულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ასაც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები