ერდოღანი ჩინეთიდან ინდონეზიაში გადავიდა

მან კიდევ ერთხელ დაგმო ქსენოფომიზმი და ისლამოფობია

309777
ერდოღანი ჩინეთიდან ინდონეზიაში გადავიდა


ჩინეთში დასრულებული ვიზიტის შემდეგ ერდოღანი აქედან ინდონეზიაში გადავიდა, სადაც პირველი გამოსვლა ამ ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტაში მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტში ჰქონდა და მთავარი ყურადღება დაუთმო ევროპაში ამ ბოლო წლებში გავრცელებულ ქსენოფობიას, რასიზმს და ისლამოფობიას რა, მათ წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან მჭიდრო თანამშრომლობა მოითხოვა.

“დღეს ევროპაში დაახლოებით 5 მილიონამდე მუსლიმანი ცხოვრობს და მათზე განხორციელებული ყველანაირი დისკრიმინაცია და დამცირება გულებს გვტკენს ყველა ჩვენთაგანსაც“, განაცხადა ერდოღანმა.

მანვე ისაუბრა სირიაში ისლამური სახელმწიფოს და ჩრდილოეთ ერაყში პკკ-ას წინააღმდეგ ახლიდან დაწყებულ საჰაერო ოპერაციებზე და თქვა, რომ ანკარა ამ ოპერაციებს ორივე ტერ ორგანიზაციის განადგურებამდის გააგრძელებს.

ამის შემდეგ ერდოღანი ჯაკარტაში მოქმედ მსოფლიოს ყველაზე უდიდეს მე-4 მეჩეთს ეწვია და აქ შეასრულა ნამაზი.

დღეს თურქ სტუმარს ოფიციალურ მიღებას მოუწყობს ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო, რომელიც დღესვე საღამოს ერდოღანის საპატივსაცემოთ მიღებას გამართავს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები