მინისტრთა საბჭო გაიმართა

მინისტრთა საბჭო გაიმართა

384296
მინისტრთა საბჭო გაიმართა

გუშინ თურქეთში მინისტრთა საბჭო გაიმართა, სადაც დღის წესრიგში ბოლო დღებში თურქეთში მომხდარი მოვლენები იქნა განხილული. მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესწარმომადგენელმა ბულენთ არინჩმა პრესკომფერენცია გამართა. არინჩის განცხადებით მინისტრთა საბჭოზე დღის წესრიგში ბოლო დღეებში თურქეთში განვითარებული მოვლენები იქნა განხილული და ასევე დასძინა, რომ თურქეთ-სირიის საზღვართან უსაფრთხოების სისტემა უნდა შეიქმნას. ბულენთ არინჩმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ შანლიურფაში პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ფართომაშტაბიანი ძიება მიმდინარეობს. ”ტერორის დასრულებისათვის ქურთებთან მიმდინარე შერიგების პროცესში ”ხალხთა დემოკრატიულ პარტია” HDP -ს დიდი მისია აკისრია. მისი ვალია ქურთ სეპარატისტებს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდოს, რათა ტერორი დასრულდეს’’, განაცხადა ვიცეპრემიერმა და დაამატა, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები