თურქეთი კობანის მიმართ დახმარებას განაგრძობს

თურქეთი კობანის მიმართ დახმარებას განაგრძობს

323322
თურქეთი კობანის  მიმართ დახმარებას განაგრძობს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ საღამოს ერთიანობის ფონდის ანკარის ფილიალის მიერ გამართულ იფთრის ვახშამს დაესწრო. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ, თურქეთი ახლო აღმოსავლეთში არსებულ პრობლემას სექტანტობის მხრიდან არ აფასებს. ერდოღანმა ასევე ქალაქ კობანიში ტერორორგანიზაცია ISIS-ს მიერ, ამ წმინდა მარხვის თვეში უდანაშაულო ადამიანების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზეც გამახვილა ყურადღება და დასძინა რომ, მათ მიერ ნამოქმედარს ისლამის რწმენასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ”თურქეთს ტერორისტებისგან და ტერორიზმისგან ძალიან ბევრი პრობლემები შეექმნა, სირიაში არსებულ პრობლემებს სექტანტობის მხრიდან არ ვაფასებთ და ეს სამომავლოდაც ასე იქნება”, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. მან ასევე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთში უიგური თურქების მიმართ განხორციელებილ ზეწოლებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თურქეთმა ძალიან ბევრ მიგრანტ უიგურელ თურქს მოქალაქეობაც მისცა. ”თურქეთი როდესაც გაჭირვებულებს ეხმარება, მათ არასოდეს ეთნიკურობის ან კიდევ რელიგიის თვალსაზრისით არ უყურებს,” განაცხადა ერდოღანმა და ასევ დასძინა რომ, ის ვინც სიკვდილს გაურბის თურქეთი ყოველთვის გაუღებს მას კარებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები