ისრაელმა თურქული დელეგაცია არ შეუშვა იერუსალიმში

9 კაციდან მხოლოდ ორს დართეს ქვეყანაში შევლის ნებართავა

320184
ისრაელმა თურქული დელეგაცია არ შეუშვა იერუსალიმში


თურქული საინფორმაციო წყაროების ცნობით ტელ ავივის აეროპორტის საბაჟოს თანამშრომლებმა 9 კაციანი თურქული დელეგაციიდან, რომლებიც იერუსალიმში ჩასვლას აპირებდნენ, მხოლოდ ორს, თურქეთის ტელე-რადო მაუწყებლობის, TRT-ს ორ ჟურნალისტს მისცეს ქვეყანაში შესვლის ნება, დანარჩენებს კი უარი ეთქვათ და ისინი ჯერ დააკავეს და დაკითხვა მოუწყეს, შემდეგ კი გაანთავისუფლეს რა, ისინი უკან, სამშობლოში დაბრუნდნენ.

ამ დაბრუნებულებს შორის ისევ რამდენიმე ჟურნალისტს, დანარჩენები კი არასამთავრობოებს წარმოადგენდნენ.

როგორც განაცხადა დეპორტირებულმა Sadakataşı-ს საზოგადოების ხელმძღვანელმა ქემალ ოზდალმა, მათ იერუსალიმის მთავარ მეჩეთ მესჯიდი-აქსაში პალესტინელებთან იფთარის, ე.ი. სამარხვო ვახშამის გამართვა და მისი თურქული ტელეარხებით პირდაპირი ტრანსლაცია უნდოდათ, მაგრამ, ისრაელის ხელისუფლებამ ისინი ჯერ დააკავა, ხოლო დაკითხვის შემდეგ მათი დეპორტაცია მოახდინა, ასე რომ, ამ დეპორტირებული 7 კაციდან მომავალი 10 წლის განმავლობაში ვერცერთი ვეღარ შევა ისრაელში.

მისივე და სხვა დეპორტირებულების განცხადებით, მათი დეპორტაციის თაობაზე ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს არავითარი მიზეზები არ დაუსახელებიათ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები