სულეიმან დემირელის „დაკრძალვის ეროვნული ცერემონია" თურქეთის დიდ

სულეიმან დემირელის „დაკრძალვის ეროვნული ცერემონია“ თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში გაიმართა

310443
სულეიმან დემირელის „დაკრძალვის ეროვნული ცერემონია" თურქეთის დიდ

თურქეთის მეცხრე პრეზიდენტისულეიმან დემირელის „დაკრძალვის ეროვნული ცერემონია“ თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში გაიმართა. ცერემონიას როგორც თურქეთის, ასევ უცხოური ქვეყნების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ნახევარი საუკუნის მანძილზე სულეიმან დემირელმა პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის ყველა საფეხურზე დიდი ღვაწლი გასწია.

აღნიშნული ცერემონია წუთიერი დუმილით დასრულდა.

მეცხრე პრეზიდენტის სულეიმან დემირელის ცხედარი მეჯლისიდან ქოჯათეფეს მეჩეთში გადაასვენეს, სადაც იმყოფებოდნენ პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი, მე-11 პრეზიდენტი აბდულლა გიული, პარლამენტის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი, პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ, ეროვნული მოძრაობის პარტიის გენერალური მდივანი დევლეთ ბაჰჩელი, ვიცეპრემიერი ბულენთ არინჩი, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები.

მეჩეთში ჩატარებული ცერემონიის შემდეგ კი ცხედარი ქალაქ ისპარტაში გადაასვენეს, დასაც ისლამქოის მავზოლეუმში დაკრძალავენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები