ცესკომ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

25-ე მოწვევის დეპუტატები ფიცს სამშაბათს დადებენ

309610
ცესკომ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა


თურქეთის ცესკომ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო და ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა.

მისი მიხედვით პირველ ადგილზე მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია გავიდა, რომელმაც ხმების 40,87% მოაგროვა და 258 სავარძელი მოიპოვა, მაგრამ, მთავრობის შექმნისათვის საჭირო 276 სავარძლიანი უმრავლესობა ვერ მოაგროვა და ამიტომ კოალიციური მთავრობა შეიქმნება.

ხმების 24,95%-ით და 132 სავარძლით მეორე ადგილზე რესპუბლიკური სახალხო პარტია გავიდა, მესამე და მეოთხე ადგილებზე 80-80 პარლამენტარით ეროვნული მოძრაობის პარტია და ქურთების ხალხთა დემოკრატიული პარტია გავიდა, რომლებმაც შესაბამისად ხმების 16,29% და 13,12% მოაგროვეს.

მოკლედ, 10%-იანი საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ამ ოთხმა პარტიამ გადალახა და ახლა მომავალ სამშაბათს პარლამენტში შესული ახალი დეპუტატები ფიცის ცერემონიას შეასრულებენ, რის შემდეგაც 5 დღის განმავლობაში ჯერ პარლამენტის თავჯდომარის არჩევნები შედგება, შემდეგ კი კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობებიც დაიწყება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები