არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველი განცხადებები გ

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველი განცხადებები გაკეთდა

296864
არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველი განცხადებები გ

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველი განცხადება HDP-ს ხალთა დემოკრატიული პარტიის გენერალურმა თანათავმჯდომარეებმა სელაჰათინ დემირთაშმა და ფიგენ იუქსექდაღმა გააკეთეს. დემირთაშმა ხალთა დემოკრატიული პარტიის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვა „ბრწყინვალე გამარჯვებად და უდიდეს წარმატებად“ შეაფასა.

„ისევ იმას ვიმეორებთ, რაც საარჩევნო კამპანიის დროს ვთქვით. HDP უკვე ნამდვილი თურქეთის პარტიაა. ამით ყველა ერთად ვამაყობთ. მათ, ვინც ჩვენ ხმა მოგცა, არ შევარცხვენთ. როგორც უკვე განვაცხადეთ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან არც შიგნით და არც გარეთ კოალიციას არ შევქმნით“ - განაცხადა დემირთაშმა.

CHP-ს რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალურმა მდივანმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ პარტიის ცენტრალურ ოფისში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისევ ძველებურად გააგრძელებენ მუშობას და ერთი ეპოქა დასრულდა და დემოკრატიამ და თურქეთმა გაიმარჯვა.

ეროვნული მოძრაობის პარტიის MHP-ს გენერალური მდივნის დევლეთ ბაჰჩელის განცხადებით კი ვინც რა არ უნდა თქვას, მისმა პარტიამ 7 ივნისის არჩევნებში წარმატება მოიპოვა და 2011 წლის არჩევნებთან შედარებით ხმების რაოდენობა 33%-ით გაზარდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები