მიქთა-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

მიქთა-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

284930
მიქთა-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

მიქთა-ს (მექსიკა, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, თურქეთი, ავსტრალია) საგარეო საქმეთა მინისტრების მეხუთე შეხვედრა სამხრეთ კორეაში გაიმართა. შხვედრაზე გაეროს სამშვიდობო ძალების ოპერაციები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრანტთა, განვითარების და თანამშრომლობის, კლიმატური ცვლილებების, კიბერ უსაფრთხოების და სხვა საკითხები იქნა განხილული. შეხვედრაზე ასევე მიქთას-ს ოფიციალური ვებ გვერდის (mikta.org ) გახსნაც მოხდა. აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე დადგენილება იქნა გამოტანილი, რომლითაც სექტემბრის თვიდან მიქთა-ს კოორდინატორი ქვეყანა ავსტრალია გახდება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ შეხვედრაზე სირიის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჟენევის შეთანხმების განსახორციელებლად საჭიროა სირიის მთავრობაზე ზეწოლა განხორციელდეს. მან ასევე უცხოელ მებრძოლებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თურქეთის გავლით სირიასა და რეგიონში მოქმედ სხვადასხვა ტერორორგანიზაციებში ერთიანდებიან და თურქეთისთვის დიდ პრობლემებს ჰქმნიან. ჩავუშოღლუმ ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით დასძინა, რომ თურქეთი შესაბამის ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობასთან სადაზვერვო თანამშრომლობის გაღრმავება. მევლუთ ჩავუშოღლუმ შეხვედრის დროს ასევე მიგრანტებზეც გაამახვილა ყურადღება და მიანმარელი მიგრანტების პრობლემის სასწრაფოდ მოგვარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები