თურქეთი ნატოს მინისტერიალს მასპინძლობს

თურქეთი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 1960, 1980 და 1984 წლების შემდეგ მეოთხედ მასპინძლობს

272976
თურქეთი ნატოს მინისტერიალს მასპინძლობს

ნატოს წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და 17 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი ანტალიის დაბა ბელეკში ნატოს მინისტერიალზე დასასწრებად ჩავიდა.

მინისტერიალი სიტყვით გამოსვლით გახსნა თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ და ყურადღება სირიის საკითხზე გაამახვილა. მან საერთაშორისო საზოგადოება სირიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილობის გამო გააკრიტიკა და ყურადღება გაამახვილა კრიზისის მოგვარებაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

თურქეთის პრემიერმა ყირიმის თემაზეც ისაუბრა, ყირიმის ანექსიას მიუღებელი უწოდა და დასძინა, რომ უკრაინის კრიზისმა ევროპის უსაფრთხოების სიმყიფე აჩვენა.

დავუთოღლუმ ISIS-ის საკითხთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ საჭიროა ერთად ბრძოლა და ამაში ევროპის კავშირის ყველა წევრი უნდა ჩაერთოს. 

აჰმედ დავუთოღლუმ მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მიიღო. შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ, მისი თანაშემწე ფერიდუნ სინირლიოღლუ და ამერიკის ელჩი ანკარაში ჯონ ბასი ესწრებოდნენ, ორმხრივი ურთიერთობები და ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

დავუთოღლუ ნატოს გენერალურ მდივანს სტოლტენბერგსაც შეხვდა.

თურქეთი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 1960, 1980 და 1984 წლების შემდეგ მეოთხედ მასპინძლობს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები