უცხოეთის თურქეთის წარმომადგენლობებში ხმის მიცემა დაიწყო

ხმის მიცემის პროცედურა 31 მაისს დასრულდება

267978
უცხოეთის თურქეთის წარმომადგენლობებში ხმის მიცემა დაიწყო


თურქეთში 7 ივნისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებამდე საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაიწყო. ხმის მიცემა შემდეგ თარიღებში იქნება შესაძლებელი: ხმის მიცემის პროცედურა

8 მაისიდან 31 მაისამდე გაგრძელდება გერმანიაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში
16 მაისიდან 31 მაისამდე - აშშ-ში 22 მაისიდან 31 მაისამდე - ნორვეგიაში

28 მაისიდან 31 მაისამდე - რუმინეთსა და რუსეთის ფედერაციაში

29 მაისიდან 31 მაისამდე - ბულგარეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, კანადაში, საუდის არაბეთში, თურქმენეთსა და საბერძნეთში

30-31 მაისს - გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, ინგლისში, ბონისა და ჰერცეგოვინაში, ალჟირში, ისრაელში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და მაკედონიაში

31 მაისს - ალბანეთში, აზერბაიჯანში, ბაჰრეინში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ფინეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საქართველოში, ირანში, ირლანდიაში, შვედეთში, ესპანეთში, იაპონიაში, კატარში, კოსოვოში, ქუვეითში, ლიბანში, უნგრეთში, ეგვიპტეში, უზბეკეთში, პოლონეთში, სუდანში, ტაილანდში, უკრაინაში, ომანში, იორდანიასა და ახალ ზელანდიაში.
ყველა წარმომადგენლობაში ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყება და 19 საათზე დასრულდება. მოქალაქეებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ინტერნეტ მისამართზე
www.yurtdisisecim.com


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები