ერდოღანი: "ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ჩვენთვის ძალა არ აქვს

ევროპარლამენტის მიერ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეყილებას თურქეთიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა

238385
ერდოღანი: "ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ჩვენთვის ძალა არ აქვს

ევროპარლამენტის მიერ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეყილებას თურქეთიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა

ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპარლამენტის მიერ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას მათთვის ძალა არ აქვს.

თურქეთ-ყაზახეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შეკრებაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მომწერები უპირველეს ყოვლისა ისტორიას მოექცნენ უსამართლოდ და დაამატა: ”ამაოდ ცდილობენ წარსულში ნამდვილად არ მომხდარი გენოციდის მსგავი რამის სიმართლის მსგავსად თურქეთისათვის თავს მომხვევას. ამ საკითხზე პარლამენტებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ჩვენთვის ძალა არ აქვს. ამ საკითხზე ასევე პოლიტიკოსების ყველა განცხადებას ჩვენთვის ძალა არ აქვს”.
მისივე თქმით, თურქეთს სომეხ ხალხთან რაიმე პრობლემა არ აქვს და იმ პერიოდში თურქმა ქალხმა უფრო დიდი ტკივილი განიცადა.

ევროპარლამენტის მიერ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სომეხთა მიმართ მხარდამჭერ გადაწყვეყილებას თურქეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ევროპარლამენტის მიერ ასეთი გადაწყვეტილება, თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა.

”ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება და ეს არასამართლიანი გადაწყევტილება ევროპარლამენტარებმა უფლებამოსილების გადაჭარბებით მიიღეს. ამ გადაწყვეტილებით ისტორია და სამართალი იქნა შელახული, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით” –ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ”ყოვლად შეუსაბამო ამ ტექსტს განუხილველად ვუბრუნებთ იმ დაწესებულებას, რომელმაც მიიღო”.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება როგორც თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობას აყენებს ზიანს, ასევე ამით თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის დაარეგულირებსაც უშლის ხელს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ასევე თურქეთის ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვოლკან ბოზკირმა და აღნიშნა, რომ ” ევროპარლამენტი დისკრიმინაციულად მოიქცა და პირველი მსოფლიო ომის დროს თურქების და მუსლიმანების მიმართ განხორციელებულ მკვლელობებს არ მიაქცია ყურადღება”. ბოზკირმა ასევე დასძინა, რომ პარლამენტარების მოვალეობა ისტორიის წერა არ არის, არამედ მათი მოვალეობაა გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებაა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები