ერდოღანი თეირანს გაემგზავრა

ვიზიტი 1 დღიანი იქნება

228967
ერდოღანი თეირანს გაემგზავრა


პრეზიდენტი ერდოღანი 1 დღიანი ვიზიტით ჩავიდა ირანში, სადაც მთავარ ყურადღებას სირიაში, იემენში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს დაუთმობენ, თუმცა ამავე ვიზიტის დროს პრეზიდენტი ერდოღანი ახლო აღმოსავლეთში კონფესიურ ნიადაგზე შეტაკებების უარყოფით მნიშვნელობაზეც გაამახვილებს ყურადღებას.

”ირანსა და დასავლეთს შორის ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ანკარა დიდი კმაყოფილებით შეხვდა”, აღნიშნა ერდოღანის პრეს წარმომადგენელმა ქალინმა და დაამატა, რომ თურქეთი ყოველთვის ამ პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარების მომხრე იყო.

მისივე თქმით თურქეთს და ირანს მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორობა აკავშირებთ.

“ირანის მიმართ ემბარგოს მოხსნა თურქეთის ეკონომიკაზეც დიდ დადებით გავლენას მოახდენს“ აღნიშნა იბრაჰიმ ქალინმა და დაამატა, რომ ირანი თურქეთში ექსპორტში აგზავნის 10 მილიარდი ღირებულების საქონელს, ხოლო თურქეთი ირანში 4 მილიარდი ღირებულების ნაწარმს და საჭიროა ამ ციფრების გაზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თეირანში ხელმოსაწერი შეთანხმებები.

ერდოღანს პირველი შეხვედრა თავის ირანელ კოლეგა ჰასან რუჰანისთან ექნება, შემდეგ ორივენი შეუერთდებიან თურქეთ-ირანის უმაღლესი დონის თანამსრომლობის მე-2 შეკრებას.

ერდოღანი ამ ვიზიტის ფარგლებში ირანის სულიერ ლიდერს აიეთულლაჰ ალი ჰამენეისაც შეხვდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები