პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინაში მიდის

იგი ყირიმელი თათრების წარმომადგენლებსაც შეხვდება

266587
პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინაში მიდის

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთ-უკრაინის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მე-4 შეხვედრაზე დასასწრებად 20 მარტს ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიდის.

პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ორმხრივი და რეგიონალური საკითხები იქნება განხილული.

ეს შეხვედრა უკრაინა თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

პრეზიდენტი ერდოღანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და პრემიერმინისტრ არსენ იაცენიუკთან პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს.

კიევში ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი ასევე ყირიმელი თათრების წარმომადგენლებსაც შეხვდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები