პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ

დავუთოღლიმ განაცხადა, რომ თურქეთის ევროპის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია

247779
პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ

პრემიერ-მინისტრს აჰმედ დავითოღლუს, რომელიც გუშინ ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა პორტუგალიაში, ლისაბონში ოფიციალური ცერემონიით შეხვდა სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი პასსოს ჩაელჰო.
პირისპირი შეხვედრის შემდეგ, ჩატარდა მთავრობათაშორისი სამიტის პირველი სხდომა.
თურქეთ-პორტუგალიას შორის თავდაცვის, ეკონომიკის, განათლების, სასურსათოს, უსაფრთხოების სფეროებში ხელშეკრულებზე ხელმოწერის შემდეგ, მოეწყო ორი მინისტრის ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
დავუთოღლიმ განაცხადა, რომ თურქეთის ევროპის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. არ შეუძლიათ თავიანთი ბედი მიანდონ მოწინააღმდეგეებს. პორტუგალიის პრემიერმა, რომელიც მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, აღნიშნა, რომ თურქეთის ალიანსში გაწევრიანება სასარგებლო იქნება, როგორც ევროკავშირის ისე თურქეთისთვის.
ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ კი დავუთოღლიმ განაცხადა, რომ ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის მუსულიდან გაყვანისთვის თურქეთი წარმართავს ყველანაირ კონსულტაციებს.
ერაყის და სირიის სტაბილურობა მნიშვნელოვანია თურქეთისთვის.
ტერორისტების შექმნილი რისკი, რისკია თურქეთისთვისაც.
ამიტომაც, განაგრძობენ საკითხის მოგვარებისთვის მცდელობებს. დავუთოღლიმ შეხვედრები ჩაატარა პორტუგალიის პრეზიდენტ კავაკო სილვასთან, ექს პრეზიდენტ და ცივილიზაციათა ალიანსის პირველ უმაღლეს წარმომადგენელთან იორგო სამპაოსთან.
მოინახულა ლისაბონის ცენტრალური მეჩეთი და მოკლული თურქი დიპლომატების მემორიალები.

დავუთოღლის მორიგი შეხვედრის ადგილი იქნება აშშ-ი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები